საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბიუჯეტის პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5,6 მლნ ლარით იზრდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

2018 წლის საქართველოს ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში განსახილველადაა შეტანილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5 695 000 ლარით გაიზრდება და 52 100 000 მლნ ლარი იქნება.

2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 46 405 000 მილიონ ლარს შეადგენს. 2016 წელს კი, პირველი არხი საქართველოს ბიუჯეტიდან 44 498 600 მილიონი ლარით დაფინანსდა. 

TVMR.ge-ის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 4,12%-ია. 

კომენტარები