თურქეთი

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო თურქეთში სულ მცირე 75 ადამიანი დააკავეს

http://aa.com.tr

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით თურქეთში სულ მცირე 75 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქული გამოცემა ანადოლუ ავრცელებს. ანტიტერორისტული სამსახურების განცხადებით, დაკავებულები თურქეთში, საახალწლო დღეებში, რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდნენ. 

ეჭვმიტანილთა დაკევბის ოპერაცია ანკარასა და სტამბოლში ჩატარდა. 46 დაკავების ორდენიდან ანკარაში 29 პირი დააკავეს, სტამბოლში კი - 46. სტამბოლში დაკავებული 46 ადამიანიდან 43 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვარს, სტამბოლის ერთ-ერთ კლუბში მომხდარ თავდასხმას 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები