საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: შეფერხება უამინდობამ გამოიწვია, მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად

სარკინოგზო გზებზე შეფერხებების შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობები გამო ელექტროენერგია შეიზღუდა, რამაც მატარებლების გადაადგილების პრობლემა შექმნა. თუმცა ამ დროისთის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ეტაპობრივად ხდება.

"ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებით შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს. ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად. სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული." - წერია განცხადებაში.

უამინდობის გამო, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურში იყო გაჩერებული

კომენტარები