საზოგადოებრივი მაუწყებელი

პარლამენტმა საზმაუს მეურვეებად ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი აირჩია

თორნიკე ბარათაშვილი

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა შათირიშვილი (103 მომხრე, 8 წინააღმდეგი) და ბესიკ ლილუაშვილი (101 მომხრე, 5 წინააღმდეგი) აირჩია. 

საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო ნინია კაკაბაძის (11 მომხრე, 40 წინააღმდეგი), მალხაზ ასლამაზაშვილის (16 მომხრე, 7 წინააღმდეგი), ია მამალაძის (74 მომხრე, 4 წინააღმდეგი) კანდიდატურები.

საკანონმდებლო ორგანომ კენჭი ფორმალურად უყარა სახალხო დამცველის წარდგენილ კანდიდატს ზვიად დევდარიანსაც - 3 მომხრე, 45 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მან კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები