ტაილანდი

ტაილანდში გამოქვაბულში 10 დღის წინ დაკარგული 12 ფეხბურთელი იპოვეს

BBC

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომელბიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში 10 დღის წინ დაიკარგნენ მაშველებმა გუშინ იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მღვიმიდან გამოსასვლელად მათ ყვინთვა უნდა ისწავლონ ან რამდენიმე თვე დაიცადონ წყლის დონის დაწევამდე.

მაშველები მათ საკვებს და პირველადი დახმარების ნივთებს აწოდებენ. ისინი ასევე ცდილობენ მღვიმეში სატელეფონო კავშირი დაამყარონ, რათა ბიჭებმა მშობლებთან კომუნიკაცია შეძლონ.

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები