დონალდ ტრამპი

ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანი და ჩინეთი გააკრიტიკა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა. სხდომა ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერებას და ირანის საკითხებს შეეხებოდა. ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების კუთხით პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილება დაიცვა.

"სირიის რეჟიმის მხრიდან ხოცვა-ჟლეტას რუსეთი და ირანი ხდიან შესაძლებელს." თქვა მან.

სხდომაზე ტრამპმა ჩინეთი აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა:

"ჩინეთი ჩვენს მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობს ჩემი ადმინისტრაციის წინააღმდეგ." თქვა მან. ტრამპის აზრით ჩინეთს რესპუბლიკური პარტიის წარმატება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გამო არ სურს.

ჩინეთის წარმომადგენლებმა ბრალდება უარყვეს:

"ჩვენ არ ვერევით და არც ჩავერევეით რომელიმე ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩვენ უარვყოფთ ჩინეთის წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ბრალდებებს."

ტრამპს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე არ უსაუბრია, თუმცა შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

"ჩინეთი ჩვენს არჩევნებში ჩარევას ცდილობს. ამას არ დავუშვებთ, ისევე როგორც არ დავუშვებთ რუსეთის ჩარევას."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები