აშშ

დემოკრატი კონგრესმენი ქალი ტრამპზე: "იმ დედა*******ს იმპიჩმენტს მოვუწყობთ"

რაშიდა ტალიბი
politico

მიჩიგანის შტატის ახლადარჩეულმა დემოკრატმა კონგრესმენმა ქალმა, რაშიდა ტალიბმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტს მოუწყობენ:

"როდესაც შენი შვილი შემოგხედავს და გეტყვის "დედა შეხედე, შენ მოიგე, მჩაგვრელებმა ვერ მოიგეს" და მე ვეტყვი "შვილო, ისინი ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ჩვენ იმ დედა*******ს იმპიჩმენტს მოვუწყობთ." თქვა მან.

რაშიდა ტალიბი პირველი პალესტინური წარმოშობის ქალია, რომელიც კონგრესმენი გახდა. ის ასევე ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალია კონგრესში.

ტალიბის განცხადებას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა:

"ამ ადამიანს არ ვიცნობ. ჩავთვლი, რომ ის ახალია. ჩემი აზრით მან საკუთარ თავს და ოჯახს მიაყენა შეურაცხყოფა. ვთვლი, რომ ეს ძალიან შეურაცხმყოფელია აშშ-სათვის." თქვა მან.

"როგორ გამოუცხადებ იმპიჩმენტს იმ პრეზიდენტს, რომელმაც ალბათ ყველა დროის ყველაზე დიდი არჩევნები მოიგო, შეცდომა არ დაუშვია, ყველაზე წარმატებული 2 წელი ჰქონდა და ყველაზე პოპულარული რესპუბლიკელია პარტიის ისტორიაში?" "ჩემი იმპიჩმენტი მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ იციან, რომ 2020 წელს ვერ მოიგებენ." დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი და სხვა დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტზე საუბრისაგან თავს იკავებენ და ამჯობინებენ სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის ანგარიშს დაელოდონ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ. ნენსი პელოსის თქმით ის მსგავს ტერმინებს არ გამოიყენებდა და ტალიბის კომენტარები წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის პოზიციას არ წარმოადგენს, თუმცა, მისივე თქმით მსგავს ლექსიკას პრეზიდენტი თავადაც იყენებს.

"არ ვფიქრობ, რომ მან რაიმე იმაზე უარესი თქვა, რაც პრეზიდენტს უთქვამს. მისი სიტყვები პირდაპირ გავლენას ახდენენ ხალხის ცხოვრებაზე. ჩემი კოლეგის სიტყვებს არ აქვს გავლენა ხალხის ცხოვრებაზე." თქვა მან.

კომენტარები