სუმო

ტრავმის მიუხედავად, ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე მაინც იასპარეზებს

ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე ტრავმირებულია, მაგრამ იანვრის ბაშოზე მონაწილეობას მაინც გეგმავს.

"ბაშოზე გამოვდივარ, არ არის პრობლემა", - თქვა ტოჩინოშნიმა გამოცემა სპონიჩთან.

ლევან გორგაძეს რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის დროს მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და ჰაცუ (ზამთრის) ბაშოზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

"გუშინ გამცნეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევანს ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი ასპარეზობა წლის პირველ სუპერტურნირზე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მოგეხსენებათ, ასეთ დროს რისკი ტრავმის გართულებისა საკმაოდ დიდია. თუმცა, ჩვენმა ოძეკიმ (როგორც ხშირად სჩვევია) ამჯერადაც გვერდზე გადადო ტკივილები და გადაწყვიტა გავიდეს ჰაცუ ბაშოზე საბრძოლველად", - წერია ქართული სუმოს ქომაგების ფეისბუქის გვერდზე. 

ტოჩინოშნიმა დღეს ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, რომელშიც ჩანს, რომ ის ყინულის აბაზანას იღებს, რაც სხეულის გაჯანსაღების პროცესის ნაწილია. 

View this post on Instagram

❄️❄️💪💪 🙏

A post shared by 栃ノ心剛史 (@tochinoshin) on

ჰაცუ (ზამთრის) ბაშო 13 იანვარს დაიწყება.

კომენტარები