თურქეთი

8 მარტს სტამბოლში პოლიციამ ქალთა მარშის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ფოტოები]

0 კომენტარი

სტამბოლში პოლიციამ ქალთა სარვამარტო მარშის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მარშში მონაწილეობას ათასობით ქალი იღებდა. ის ქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარეობდა.

პოლიციის თქმით მათ მარშის ჩატარების ლეგალური უფლება არ ჰქონდათ მიღებული. პოლიციამ ქუჩების ბარიკადებით ჩაკეტა და მარშის შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ჩატარების უფლება შეზღუდა და მიზეზად უსაფრთხოების რისკები დაასახელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები