ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღება

შსს: დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა და გასაღების მცდელობისთვის 1 პირი დავაკავეთ

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ პოლიციას მის მიერ ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე გასაღების მიზნით დამალული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მიუთითა. სამართალდამცველებმა აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს",- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები