ახლო აღმოსავლეთი

ისრაელმა ღაზას სექტორში ავია იერიშები განაახლა — ვითარება უკიდურესად დაძაბულია

0 კომენტარი
ფოტო: dw.com

ისრაელმა ღაზას სექტორში ავია იერიშები მას შემდეგ განაახლა, რაც პალესტინური მხრიდან თელ-ავივის მიმართულებით ათეულობით რაკეტა ისროლეს. ვითარება ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების სპეცოპერაციის შემდეგ დაიძაბა, რომლის დროსაც ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის ლიდერი, ბაჰი აბუ ალ-ატაა გაანადგურეს. 

ბოლო 24 საათში ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მთელი ისრაელის მასშტაბით განგაშის სიგნალი ისმოდა. დილიდანვე პალესტინის მხრიდან ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვეს. ათეულობით დაშავებულს სამედიცინო დახმარება დაჭირდა. 

ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისლამური ჯიჰადის კუთვნილი ობიექტები მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა. დარტყმები განხორციელდა ე.წ. ტერორის ტუნელზეც, რომლის გამოყენებაც მშვიდობიან ებრაელებზე თავდასხმისთვის უნდა გამოეყენებინათ. 

ისრაელის არმიის ცნობით, განადგურებულია ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკები, საბრძოლო მასალის საწყობები, იარაღის საწარმოები. 

ღაზას ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით ადგილზე დაჭრილია 30-ზე მეტი მოქალაქე. აბუ ალ-ატტას ადგილსამყოფელზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა ტერორისტის ცოლიც.

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუ განაცხადა, რომ ისრაელის არ სურს ვითარების გამწვავება, თუმცა ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა. 

"ის ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ებრაელებზე დარტყმა მიიტანოს, ჩვენს გრძელ ხელს ვერსად გაექცევა. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ტერორისტების განადგურება ქირურგიული სიზუსტით შეგვიძლია. ვინც არ უნდა მოაყონეს ზიანი ისრაელს ჩვენ შეგვიძლია მას პროპორციულად ვუპასუხოთ", — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ღაზას სექტორში მდებარე პალესტინური ორგანიზაციების თქმით, ისრაელმა ყველა ზღვარი გადალახა და ამას ქვეყნისთვის არასასიამოვნო შედეგები ექნება. 

აბუ ალ-ატტას დაკრძალვაზე ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთმა ლიდერმა ხალედ ალ-ბატშმა განაცხადა, რომ ისრაელის მოქმედებები სხვა არაფერია თუ არა ომის გამოცხადება. ალ-ბატშის თქმით, მათი შურისძიება სიონისტურ სახელმწიფოსთვის შემზარავი იქნება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ღაზას სექტორის გარდა, ავია იერიში განხორციელდა ორგანიზაციის კიდევ ერთი ლიდერის, აკრამ ალ-აჯურის ადგილსამყოფელზეც.  

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები