ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არჩევნები 2020

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია [ფოტოები]

ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2020 - 02:28
ტაბულა
tbl.ge/57ye
დაკოპირდა
ტაბულა

პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, ხვალ, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბება. 

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან დღეს, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა. 

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმა სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.  

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია. 

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია." 

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. 

დარბევისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი - 2 ადამიანს წყლის ჭავლით თვალი დაუზიანდა. 

დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. 

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. 

დაათვალიერეთ ფოტოები საპროტესტო აქციიდან:

არჩევნები 2020ცენტრალური საარჩევნო კომისიაცესკოაქცია ცესკოსთანსაპარლამენტო არჩევნებიაქციის დარბევა8 ნოემბრის აქციის დარბევა

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 26 ივლისი, 2021 - 13:46დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
  • ოთხშაბათი, 9 ივნისი, 2021 - 15:05ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
  • პარასკევი, 12 მარტი, 2021 - 16:29სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:51მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:29მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ აცხადებს, რომ ირანთან საჰაერო დარტყმების გაცვლის შემდეგ "შეჩერებაზე" დათანხმდა
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026 - 14:19

აშშ აცხადებს, რომ ირანთან საჰაერო დარტყმების გაცვლის შემდეგ "შეჩერებაზე" დათანხმდა

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა (რ)
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026 - 13:10

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა (რ)

ურთიერთობების "ისტორიული მწვერვალი" – ლუკაშენკო ჩინეთში სი ძინფინგს შეხვდა
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026 - 12:52

ურთიერთობების "ისტორიული მწვერვალი" – ლუკაშენკო ჩინეთში სი ძინფინგს შეხვდა

პაპუაშვილი ხოშტარიაზე: რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026 - 12:40

პაპუაშვილი ხოშტარიაზე: რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური

სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან (რ)
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026 - 11:46

სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან (რ)

ყველაზე კითხვადი

თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
1თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
2არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - მაჭავარიანი
3საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
4უკრაინაში რუსებმა მოკლეს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი
5ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
სარდური ურარტაძე
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში