Must carry

პარლამენტმა Must carry-სთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა Must carry-სთან დაკავშირებული კანონპროექტი დღეს მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა გამოიტანა.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა, 81 ხმით ერთხმად მიიღო.

პავლე კუბლაშილმა მოხსენების დროს ისაუბრა Must carry-სთან დაკაშირებით არსებულ პოზიციებზე და აღნიშნა, რომ ცალკეულ საკითხებზე ფორმულირებები უკვე ჩამოყალიბებულია.

,,გადაწყდა, რომ კანონში გაკეთდება სპეციალური ჩანაწერი, რითაც  ტელეკომპანია ,,კავკასიასაც’’ ექნება საშუალება Must carry-ს პრინიციპით იმოქმედოს. გარდა ამისა, დაზუსტდა, რომ საკაბელოების მიერ მაუწყებელთა განთავსება უნდა მოხდეს თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობების საფუძველზე.’’-აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

Must carry-ს პრინციპის დაკანონების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის, პარლამენტი დღესვე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღებს. 

კომენტარები