თურქეთი

თურქეთ-სირიის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა

0 კომენტარი

მობილური სარაკეტო სისტემა სამხედრო ბაზაზე. თურქეთ-სირიის საზღვარი
თურ­ქე­თი­სა და სი­რი­ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკი­დუ­რე­სი ეს­კა­ლა­ცი­ის ფა­ზა­ში შე­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სი­რი­ის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფებ­მა თურ­ქე­თის ქა­ლა­ქი აქ­ჩა­კა­ლე და­ბომ­ბეს. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს შე­ე­წი­რა ხუ­თი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე, რო­მელ­თა შო­რის ორი ბავ­შ­ვი­ა. ინ­ცი­დენ­ტ­ზე სა­პა­სუ­ხოდ, და­ბომ­ბ­ვი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტ­მა ერ­თხ­მად მი­ი­ღო კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის ჯარს აძ­ლევს უფ­ლე­ბას, ერ­თი წლის მან­ძილ­ზე აწარ­მო­ოს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი სი­რი­ის საზღ­ვარ­ზე. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. არის მსხვერ­პ­ლიც.

თუ გა­დავ­ხე­დავთ თურ­ქე­თი­სა და სი­რი­ის ბი­ლა­ტე­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, შევ­ნიშ­ნავთ, რომ ის­ტო­რი­უ­ლად ისი­ნი მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ორი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვას სა­ფუძ­ვე­ლი 1939 წლი­დან უდევს, რო­დე­საც ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცი­ამ, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე სი­რი­ის ნა­წი­ლი იყო, გა­დაწყ­ვი­ტა შე­სუ­ლი­ყო თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. სი­რია დღე­საც არ ცნობს ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცი­ას თურ­ქე­თის ნა­წი­ლად და მას თა­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­იხ­სე­ნი­ებს.

90-იან წლებ­ში თურ­ქეთ­მა კი­ნა­ღამ ომი და­იწყო მე­ზობ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ეს­კა­ლა­ცია გა­მო­იწ­ვია იმან, რომ სი­რია თავ­შე­

დაბომბილი სახლი ქალაქ აქჩაკალეში
სა­ფარს აძ­ლევ­და ქურთ აჯან­ყე­ბუ­ლებს (ცნობილია PKK-ს სა­ხე­ლით: ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ა), რომ­ლე­ბიც ტე­რო­რის­ტულ ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სი­რი­ის სა­თა­ვე­ში ბა­შარ ალ­-ა­სა­დის მოს­ვ­ლის შემ­დეგ (2000 წლი­დან) გა­მოს­წორ­და. ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სი­რი­ა-­თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და და ე.წ. თაფ­ლო­ბის თვის ფა­ზა­ში იყო შე­სუ­ლი. მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შე­მო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ უვი­ზო მი­მოს­ვ­ლა და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც უფ­რო და უფ­რო ღრმავ­დე­ბო­და. თუმ­ცა დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბზა­რე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნ­და, რაც სი­რი­ა­ში ამ­ბო­ხე­ბე­ბი და­იწყო: თურ­ქეთ­მა აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის მხა­რე და­ი­ჭი­რა, შე­ი­ფა­რა სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი და მრა­ვალ­ჯერ მო­უ­წო­და პრე­ზი­დენტ ალ­-ა­სადს გა­დად­გო­მის­კენ. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან და­იწყო სამ­ხედ­რო ინ­ცი­დენ­ტე­ბი სი­რი­ის მხრი­დან, რი­სი ერ­თ­-ერ­თი ბო­ლო მა­გა­ლი­თია 3 ოქ­ტომ­ბერს თურ­ქე­თის ქა­ლაქ აქ­ჩა­კა­ლეს და­ბომ­ბ­ვაც.

უკა­ნას­კ­ნე­ლი 10 წლის მან­ძილ­ზე თურ­ქე­თი და­ვი­თოღ­ლუს „მეზობლებთან ნუ­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის” ქო­ნის სტრა­ტე­გი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ატა­რებ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ახ­ლე­ბურ ხედ­ვა­ში აღარ იყო სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბის ად­გი­ლი; დიპ­ლო­მა­ტია ხდე­ბო­და ძი­რი­თა­დი იარა­ღი და რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა – მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი.

თუმ­ცა ბო­ლო კვი­რის მან­ძილ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი რის­კის ქვეშ აყე­ნებს და­ვი­თოღ­ლუს სტრა­ტე­გი­ის შემ­დ­გომ აქ­ტუ­ა­ლო­ბას. „საჭიროების შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ მზად ვართ ომის და­საწყე­ბად”, – აცხა­დებს ერ­დო­ღა­ნი. აშშ და NATO თურ­ქეთს მხარ­და­ჭე­რას აღუთ­ქ­ვა­მენ, რაც კი­დევ უფ­რო მე­ტად ზრდის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რად­გან თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო სის­ტე­მა ალი­ან­სის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მი­ერ არის აწყო­ბი­ლი და ქვე­ყა­ნა თა­მა­მი სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შეძ­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას არ უნ­და გა­მოგ­ვ­რ­ჩეს ირა­ნის ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ასა­დის მმარ­თ­ვე­ლო­ბას და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მი­ერ სი­რი­ა­ში რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბას აღიქ­ვამს, რო­გორც თა­ვის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბას. გარ­და ამი­სა, თურ­ქე­თი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ უფ­რო გა­იხ­ს­ნა და თე­ი­რან­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას შე­ე­ცა­და, ახ­ლა ისევ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს ირა­ნის სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რე­გი­ონ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფ­რო მწვავ­დე­ბა. დღეს აღარ გა­მო­რიცხა­ვენ, რომ აქ­ჩა­კა­ლეს და­ბომ­ბ­ვა და მიმ­დი­ნა­რე სხვა მცი­რე ზო­მის სამ­ხედ­რო ინ­ცი­დენ­ტე­ბი შე­საძ­ლოა უფ­რო ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ან რე­გი­ო­ნულ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. „რბილი ძა­ლის პო­ლი­ტი­კი­დან” შე­კა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კამ­დე – თურ­ქე­თი რე­გი­ონ­ში ხის­ტი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ეტაპ­ზე გა­და­დის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები