საქართველოს პარლამენტი

მაისურაძე: ბულგარეთში დიქტატურის ნიშნებია

ქართული ოცნების წევრი თემურ მაისურაძე ნაციონალური მოძრაობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მაისურაძის თქმით, კუბლაშვილის მიერ მოყვანილი ბულგარეთის კონსტიტუციის მაგალითი ამტკიცებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ეს მუხლი დიქტატორულია, რადგან ბულგარეთშიც დიქტატურის ნიშნებია. პარლამენტარის განცხადებით, ბულგარეთიდან ხალხი ისევე გარბის, როგორც საქართველოდან. კუბლაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული მუხლი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება აქვს, ბულგარეთის და ხორვატიის კონსტიტუციებშიც არსებობს.  

კომენტარები