საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: ბილეთებზე 10-თვიანი ფასდაკლების სისტემა შემუშავდა

საქართველოს რკინიგზა, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სამგზავრო ბილეთების ფასების "ტოტალურად გაზარდის შესახებ", რეალობასთან შეუსაბამოს უწოდებს.

"სს „საქართველოს რკინიგზის" ახალმა მენეჯმენტმა ათთვიანი ფასდაკლების სისტემა შეიმუშავა. კერძოდ, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ დღის ახალ მატარებელზე 16 სეტემბრიდან 10 ივლისამდე პირველი კლასის ბილეთების ფასია 40 ლარის ნაცვლად 25 ლარი, ხოლო მეორე კლასის ბილეთები 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. აღნიშნული ტარიფი მოქმედებს წელიწადში 10 თვის განმავლობაში, ხოლო საზაფხულო სეზონზე, კერძოდ, 10 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, 2010 წლიდან მოქმედი ფასი შენარჩუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

რკინიგზის განცხადებით, ფასის მატება შეეხო მხოლოდ ღამის მატარებლის ე.წ. ესვეს ტიპის სამგზავრო ბილეთებს, რომელიც 40 ლარის ნაცვლად 48 ლარად გაიყიდება, ხოლო ე.წ. კუპირებული სამგზავრო ბილეთის ფასი 23.4 ლარის ნაცვლად 28 ლარი იქნება. ეს ტარიფი იმოქმედებს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ თბილისი-მახინჯაურის მიმართულებას. სხვა დანარჩენი ტიპის ბილეთებსა თუ მიმართულებებზე სამგზავრო ტარიფი დარჩა უცვლელი.

კომენტარები