სეპარატისტული რეგიონები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

Supporters of South Ossetian Presidential candidate Alla Dzhioyeva warm themselves near the fire during a rally in the central square in Tskhinvali
Eduard Korniyenko / REUTERS

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ბევრად არ განსხვავდება მისი წინამორბედისგან" - ამის შესახებ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საუბრობს. უწყებამ აგვისტოს ომს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული თბილისის აგრესია უწოდა და აღნიშნა, რომ თბილისი აღნიშნულ კონფლიქტს კვლავ წარმოაჩენს, როგორც "ომს რუსეთსა და საქართველოს შორის".

"საქართველოს ახალი ხელისუფლების კურსი ბევრად არ განსხვავდება მათი წინამორბედების პოლიტიკისგან. თბილისში კვლავ არ უნდათ აღიარონ არსებული რეალობები. ოსტატურად იყენებენ რა დასავლეთის ქვეყნების ფობიებს, რომლებიც ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია, საქართველო საკუთარ თავს რუსული მითიური აგრესიის მსხვერპლად წარმოაჩენს და ისევ და ისევ გამოთქვამს პრეტენზიებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიწებზე", - აცხადებს სამინისტრო.

საგარეო უწყება ასევე ამბობს, რომ საქართველომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციითა და მანიპულირებით საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს.

"საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დაიწყოს. ეს სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის მოხსნისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებისთვის წინაპირობების შექმნას შეუწყობდა ხელს", - აღნიშნავს სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყება.

 

კომენტარები