თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

RFE/RL

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. 

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

 

კომენტარები