ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ოფისთან თავისუფალი თაობა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ითხოვს

თამთა ნაჭყებია / ტაბულა


თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან თავისუფალი თაობის წარმომადგენლები აქციას მართავენ. 
შენობას პოლიციელების გაძლიერებული კორდონი იცავს. 

თავისუფალი თაობის წარმომადგენლის ლადო სადღობელაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მისივე თქმით, ენმ უნდა გასამართლდეს.

აქციის მონაწილეებს აქვთ ვავილები და ცოცხები, ასევე, ტრანსპარანტები: "აიკრძალოს ნაცმოძრაობა", "ნაცებო, ნუ იტაცებთ ხალხს", "კრიმინალს + ძალადობა = ნაცებს", "არ გამოგივათ რევანში". მათი განცხადებით, აქცია იქნება მშვიდობიანი. 


ფოტო: თამთა ნაჭყებია / ტაბულა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შენობის ეზოში იმყოფებიან ენმ-ის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ თავისუფალმა თაობამ დღევანდელი აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.

კომენტარები