ქართველები სირიაში

სირიაში ქართველი ისლამისტი მებრძოლი ზელიმხან ცათიაშვილი დაიღუპა

Sulkhan Nakh Bordzikashvili/FB.com

სირიაში 21 წლის ზელიმხან ცათიაშვილი დაიღუპა. ის პანკისის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა. ისლამისტი მებრძოლი კობანში სროლისას დაიღუპა. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახმა გუშინ გაიგო.

ცათიაშვილი მეშვიდეა მათ შორის, ვინც პანკისიდან სირიაში წავიდა და დაიღუპა. წინა შემთხვევების მსგავსად, ახლობლები ამბობენ, რომ ის თურქეთში წავიდა სამუშაოდ და სირიაში გადასვლის შესახებ არ იცოდნენ. რამდენიმე საათის წინ ფეისბუქში ზელიმხან ცათიაშვილის მიერ ISIS-ის ლიდერ თარხან ბათირაშვილთან გადაღებული ფოტოც გავრცელდა.

კომენტარები