საქართველოს მთავრობა

კვირიკაშვილი: დავიწყებთ ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან

უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინდა ბიზნესომბუდსმენს, ბატონ გიორგი გახარიას ვთხოვო - საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, მოვძებნოთ ახალი სახეები. ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია და მინდა, მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად შევხვდეთ. ასევე მინდა, უახლოეს დღეებში გავუკეთოთ ორგანიზება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას. მინდა, მოვისმინო მათი წინადადებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირველი მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები