ვიზალიბერალიზაცია

უტიაშვილი: კრიმინალები ციხეებიდან გავუშვით და ახლა უვიზო მიმოსვლა ეჭვქვეშ დადგა

რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ პანკისელი ისლამისტების წინააღმდეგ აქ ბრძოლას, სჯობდა, რომ ისინი სირიაში გაგვეშვა და იქ რაც მოუვიდოდათ, მოუვიდოდათ. შედეგად ამას რაც მოყვა, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ვნახეთ.

ანალოგიურად, გადავწყვიტეთ, რომ კრიმინალების ციხეში ჯდომას, მათი გათავისუფლება და ევროპაში გაშვება სჯობს და ლამის 15 ათასით შევამცირეთ პატიმრების რაოდენობა და ახლა ვწუწუნებთ, რომ უვიზო მიმოსვლა ეჭვქვეშ დადგა

როდის უნდა მივხვდეთ, რომ საკუთარი პრობლემების ექსპორტი არ არის მათი მოგვარების გზა. კრიმინალი ტერორისტი უნდა იყოს აქ ციხეში და არა ევროპაში ან სირიაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და რონდელის ფონდის ექსპერტი შოთა უტიაშვილი საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებზე

კომენტარები