შს მინისტრი: ეკლესიასთან კოორდინაციით შევჯერდებით, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული

საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით საკითხები. აღდგომა მოდის, თუმცა ჯერ ორი კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით თუ როგორი ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით. ორ კვირაში რა იქნება, არავინ იცის, მსოფლიოში არავინ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, მაშინ, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები