საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

გილაური: ბიზნესომბუდსმენობაზე ჩემი პოსტი მიშას კომენტარს არ გამორიცხავს

ჩემს წინა პოსტთან დაკავშირებით (უკრაინის ბიზნესომბუდსმენობაზე) არ ვაკეთებდი კომენტარს, მაგრამ ჟურნალისტების გახშირებული ზარების გამო (თხოვნით რომ რაიმე კომენტარი გავაკეთო) გადავწყვიტე, რომ განმარტება დამედო ჩემს გვერდზე - უკრაინის ბიზნესომბუდსმენობაზე დადებული ჩემი პოსტი და მიშას კომენტარი, რომელიც პოსტის დადების შემდგომ გაკეთდა, არანაირად არ გამორიცხავენ ერთმანეთს. მე ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი ჩემი პირადი მიზეზების გამო, თუმცა თუ რაიმე ზეწოლა იყო უკრაინის მთავრობაზე ან ევრობანკზე, ეს თავისუფლად შესაძლებელია.

წერს საქართველოს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური Facebook-ზე მისთვის უკრაინის ბიზნესომბუდსმენის პოსტის შეთავაზებაზე. ცნობისთვის, 4 ნოემბერს გილაურმა თქვა, რომ ბიზნესომბუდსმენობაზე უარი განაცხადა, რადგან ეს იურიდიულად ეწინააღმდეგებოდა მის სხვა ხელშეკრულებებს. ხოლო ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში 25 ნოემბერს აღნიშნა, რომ გილაურის უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნას ხელი საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ შეუშალა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ნოტა და განაცხადა, რომ თუ გილაური ბიზნესომბუდსმენად დაინიშნებოდა, საქართველო შეწყვეტდა ურთიერთობას ევროპულ ბანკთან.

კომენტარები