ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: ღარიბაშვილმა წარმატებების ზენიტში დატოვა ხელისუფლება, როგორც მე

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ ყოფილა პრობლემები, რომლებსაც მან თავი ვერ გაართვა. ამის შესახებ ექსპრემიერმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა ხელისუფლება წარმატების ზენიტში დატოვა.

„კარგი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. პროცესში მე და გუნდის სხვა წევრები, რომლებსაც არ გვქონდა პოლიტიკური გამოცდილება, გავიზარდეთ. ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და მე ვიტყოდი, რომ ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე, წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, ისევე როგორც მე, როგორც პოლიტიკოსმა, მოვახერხე ის, რაც მოვახერხე, გუნდთან ერთად და ბევრი რამ გავაკეთეთ. ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა იმოღვაწა ჩემი აზრით ძალიან წარმატებულად“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები