ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი მურუსიძეზე: დაირღვა ის, რასაც მე ძალიან ვეამბორებოდი და ვცდილობდი

რაც ხდება დღეს მურუსიძის თემასთან დაკავშირებით, სწორედ რომ დაირღვა ის, რასაც მე ძალიან ვეამბორებოდი და ვცდილობდი - ხელისუფლების ნაწილმა და პრეზიდენტიც არის ხელისუფლების ნაწილი, აშკარად, გამოკვეთილად დაიწყო სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობა. სწორედ რომ პრეზიდენტმა, რომელმაც დასაწყისშივე, მოსვლისთანავე და ჩვენი პოლემიკის და მსჯელობის, დაპირისპირების მიზეზიც, თუ გნებავთ ეს იყო, რომ მან მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება. 
თავის დროზე უსუფაშვილს 7-ჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია პრეზიდენტს რა უფლებები შეიძლება ჰქონოდა საპარლამენტო რესპუბლიკაში. შვიდივეზე უარი თქვა და ნუ, რაღაც საოცრებებს ითხოვდა და ის, რომ პრეზიდენტმა მოახერხა საკუთარ გუნდთან დაპირისპირება, მიზეზი სწორედ ეს გახლდათ, რომ მას უნდოდა უფროსი ყოფილიყო ამ გუნდის. მას სურდა ყოფილიყო პრემიერის უფროსიც და ეკარნახა. ამის მაგალითები უამრავია და დაგისახელებთ.  ამას ვერ ახერხებდა და ამ პროცესში მოახერხა ახლა სასამართლოზე. მე აქ ვერ გავჩერდები ახლა დეტალებში, რამეთუ დროში შეზღუდული ვართ, რომ დავალაგო ეს თაროების მიხედვით, როგორ კარგად იკვეთება, რომ მისგან მართული და მისი სურვილია, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს. ამას ემსახურება ახლა მურუსიძის პროცესი, უნდათ მიაწერონ ეს ძველ გუნდს და ქართულ ოცნებას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. ექსპრემიერის აზრით, პრეზიდენტი სასამართლო ხელისუფლებაში ერევა.

კომენტარები