კოსმოსი

აშშ-ში პირველი კერძო ხომალდი მთვარეზე გაუშვეს, ბორტზე STAR TREK-ის შემქმნელის ნეშთია

Space.com

აშშ-ში მთვარის მიმართულებით პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი გაუშვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში NASA ავრცელებს.

მთვარის მიმართულებით ვულკანის ტიპის კოსმოსური რაკეტაა პერეგრინია გაშვებული, რომელიც გეგმის მიხედვით დედამიწის თანამგზავრზე 23 თებერვალს დაეშვება.

მისიის წარმატების შემთხვევაში, პერეგრინი იქნება პირველი ხომალდი, რომელიც მთვარის ზედაპირზე 1972 წლის შემდეგ დაეშვა. გარდა ამისა, კოსმონავტიკის ისტორიაში პერეგრინი გახდება პირველი კერძო რაკეტა, რომელიც მთვარეზე დაეშვება.

ხომალდი აღჭურვილია NASA-ს მიერ მიწოდებული თანამედროვე ტექნიკითა და სხვადასხვა სამეცნიერო მოწყობილობებით, რომელიც მთვარის ზედაპირისა და გრუნტის შესასწავლად გამოიყენება.

ბორტზე ასევე არის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის, Star Trek-ის შემქმნელის, ჯინ როდენბერის ნეშთი.

კომენტარები