რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა 6 სექტემბრისთვის გადაიდო

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 6 სექტემბრისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვისა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს. 

დაცვის მხარის ადვოკატის, კახა შონიას განმარტებით, პროცესის გადადების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდების მხარეს შესავალი სიტყვა მზად არ ჰქონდა. 

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში, ბრალი 6 პირს აქვს წაყენებული, მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსი გურამ დონაძე.

კომენტარები