რობაქიძის საქმე

რობაქიძის საქმეში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი აეროპორტში დააკავეს

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმპოლის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე თბილისის აეროპორტში დააკავა. ის ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. ის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი,

შშს-ის  მტკიცებით, 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

ბაქრაძეს 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. 

ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.

კომენტარები