ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

სამარ ჩოკუტაევის ძებნაში ქართულ მხარეს ინტერპოლი დაეხმარება

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამარ ჩოკუტაევთან დაკავშირებით, შსს პროკურატურასთან ერთად ინტერპოლისთვის მასალებს ამზადებს. საერთაშორისო ძებნაში ქართულ მხარეს ინტერპოლი დაეხმარება.

დღეს შსს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ ე.წ.ჯიჰადის ვიდეოს საქმე გახსნილია და ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია. ის ამჟამად საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

კომენტარები