ლიკა კიკიანის საქმე

პროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

თბილისის პროკურატურამ კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოქალაქე ლიკა კიკიანმა მომართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ხსენებული მომართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილი „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით, კვირას ღამით, კუს ტბაზე პოლიციელებმა სცემეს და ტელეფონი დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა გუშინ დაასრულა. შსს-ს განცხადებით, კიკიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება.

 

კომენტარები