ხანძარი ლონდონში

ლონდონში ძლიერი ხანძრის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

Reuters

ლონდონის პოლიციის ცნობით, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის გაზრდაც.

გავრცელებული ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

პირველი შეტყობინება ხანძრის შესახებ, ადგილობრივი დროით, 00:54 საათზე შევიდა. ევაკუაცია დილის 04:00 საათზეც მიმდინარეობდა.

კომენტარები