ხანძარი ლონდონში

ლონდონის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა

twitter.com

ლონდონის პოლიციის შეფასებით, 13 ივნისის ღამით გაჩენილი ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა, მათგან 30-ის ცხედარი ნაპოვნია, დანარჩენები კი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

BBC-ის ცნობით, მსხვერპლი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც პოლიციაში მუდმივად შედის განაცხადები დაკარგული ადამიანების შესახებ.

16 ივნისს გრინფილის შენობასთან, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მოსანახულებლად ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე და პრინცი უილიამიც მივიდნენ.

ხანძარი ლონდონის დასავლეთით მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში 13 ივნისის ღამეს გაჩნდა. შენობაში 120 საცხოვრებელი ბინა იყო განთავსებული. ცეცხლი შენობას მეორე სართულიდან მოედო. ხანძრის ლიკვიდაციაში 200 მეხანძრე მონაწილეობდა. მათ 65-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

კომენტარები