ხანძარი ლონდონში

თვითმხილველი: ლონდონში ალმოდებული შენობიდან გადმოგდებული ჩვილი დაიჭირეს

EPA

თვითმხილველის ინფორმაციით, ლონდონში, გრინფილის ალმოდებული შენობის მეათე სართულიდან ჩვილი გადმოაგდეს, რომელიც მამაკაცმა დაიჭირა.

"შეკრებილები ყვირილით მიუთითებდნენ ქალზე, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა და ყვიროდა. ხმა არ გვესმოდა, მაგრამ ჟესტიკულაციით მივხვდით, რომ ბავშვის ჩამოგდებას აპირებდა. ბავშვი რაღაც ნაჭერში გაახვია და გადმოაგდო. იქვე მყოფი მამაკაცი გაიქცა და დაიჭირა", - ჰყვება თვითმხილველი სამირა ლამრანი.

კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ქალმა დაახლოებით 5 წლის ბიჭი მეხუთე სართულიდან გადმოაგდო, რათა გადაერჩინა, თუმცა, ბავშვს მოტეხილობები აქვს.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში გრინფილის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც, ბოლო ინფორმაციით, 6 ადამიანი იმსხვერპლა. ხანძარი ჯერ კიდევ არაა ლიკვიდირებული.

კომენტარები