ხანძარი ლონდონში

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

EPA

ლონდონის პოლიციის ცნობით, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

პოლიციის ინფორმაციით, 76 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მათივე ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდა.

გრინფილის შენობასთან, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მოსანახულებლად დღეს ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე და პრინცი უილიამიც მივიდნენ.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში გრინფილის შენობას ცეცხლი 13 ივნისს, ღამით გაუჩნდა.

კომენტარები