ხანძარი ლონდონში

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

GUILHEM BAKER/LNP

ლონდონის პოლიციის ცნობით, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

პოლიციის ინფორმაციით, დამწვარ შენობაში გადარჩენილებს, სავარაუდოდ, ვეღარ იპოვნიან. გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდა კი მოსალოდნელია.

გარდა ამისა, 30 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 17 - კრიტიკულ მდგომარეობაში.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში გრინფილის შენობას ცეცხლი 13 ივნისს, ღამით გაუჩნდა.

კომენტარები