ხანძარი ლონდონში

ლონდონის პოლიცია: გრინფილ თაუერში ხანძარი მაცივრის აფეთქებამ გამოიწვია

twitter.com

დასავლეთ ლონდონში, 24-სართულიან გრინფილ თაუერში მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილია.

ლონდონის პოლიციის თქმით, ხანძარი ერთერთ სახლში მაცივრის აფეთქებამ გამოიწვია. ხანძარს 58 ადამიანი შეეწირა, მათგან 30-ის ცხედარი ნაპოვნია, დანარჩენები კი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ხანძრის შედეგად, 150 სახლი დაიწვა.

ხანძარი ლონდონის დასავლეთით მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში 13 ივნისის ღამეს გაჩნდა. შენობაში 120 საცხოვრებელი ბინა იყო განთავსებული. ცეცხლი შენობას მეორე სართულიდან მოედო. ხანძრის ლიკვიდაციაში 200 მეხანძრე მონაწილეობდა. მათ 65-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

კომენტარები