ხანძარი ლონდონში

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ლონდონის პოლიციის ცნობით, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდა კიდევ არის მოსალოდნელი. 68 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 18 - კრიტიკულ მდგომარეობაში.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში გრინფილის შენობას ცეცხლი გუშინ ღამით გაუჩნდა. პირველი შეტყობინება ხანძრის შესახებ, ადგილობრივი დროით, 00:54 საათზე შევიდა. ევაკუაცია დილის 04:00 საათზეც მიმდინარეობდა.

მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ.

კომენტარები