კანაფის კულტივაცია

სააკაშვილი კანაფის კულტივაციაზე: თუ მოიგეს, ივანიშვილი უკან შემოაცუნცულებს კანონპროექტს

რაც შეეხება ნარკოტიკებს, რა თქმა უნდა უნდა ივანიშვილმა მანევრი გააკეთა, აწყობდა არჩევნებისთვის. ღმერთმა არ ქნას ამათმა არჩევნები მოიგეს, ისევ უკან შემოაცუნცულებს ამ კანონს და აღარ გაახსენდება არც საპატრიარქო და არც არაფერი. ასე, რომ ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ ნარკოტიკების კულტივაცია საქართველოში არ იქნება. მოხმარებაზე ხალხის დევნას რა თქმა უნდა არ დავიწყებთ. ეს არის წინა საუკუნე, ეს არ შეესაბამება თანამედროვეობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები