კანაფის კულტივაცია

კალაძე კანაფის კულტივაციაზე: პრობლემა ხალხთან და ეკლესიასთან არასწორი კომუნიკაცია იყო

​ის შედეგი რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, მოსალოდნელიც იყო. ჩვენ თუ გადავხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო ნახევარი წლის, თვითმმართველობის არჩევნების შედეგ დაიწყო ეს პროცესები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აღელვებდა საზოგადოებას. მეორე დღეს არჩევნების ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ სიგნალი, მესიჯი მიღებულია საზოგადოების მხრიდან, ის განწყობა, დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ჩვენთვის გასაგები იყო. საზოგადოებას ჰქონდა პროტესტი სხვადახვა კონკრეტულ საკითხებზე, თემებზე. მინდა ერთ თემას შევეხო, როცა ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდა, რა იყო მისი განცხადება. მან პირდაპირ ჩამოთვალა რა იყო კონკრეტული პრობლემები, რასაც ყველა ვხედავდით, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს იყო ასევე გუნდში არსებული სიტუაცია და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება შემობრუნებულიყო, რათა მოეგვარებინა და არ გადაზრდილიყო კიდევ უფრო დიდ უბედურებაში. რაც შეეხება, დღეს მიღებულ შედეგებს, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და რატომ მოხდა და რა უნდა გაკეთდეს ხვალ. კონკრეტული საკითხები სერიოზულ პრობლემად აღიქვა მოსახლეობამ. თუნდაც შევეხოთ მარიხუანის კულტივაციის თემას, აქაც რა იყო ჩვენი შეცდომა, არასწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. არასწორი კომუნიკაცია ეკლესიასთან და ის პრეტენზიები რაც წამოვიდა მოსახლეობისა და საპატრიარქოს მხრიდან, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. 

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ იმედის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები