სუდანი

სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

სუდანის არმია სწრაფი მხარდაჭერის ძალებს დედაქალაქ ხარტუმის ჩრდილოეთით თურქული თვითმფრინავისთვის,  რომელსაც  სუდანიდან დარჩენილი თურქი მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მოეხდინა, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. 

არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ C-130 სამხედრო თვითმფრინავს ერთ-ერთ აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც საწვავის სისტემა დააზიანა. შედეგად დაშავდა ეკიპაჟის წევრიც.

საფრთხის მიუხედავად თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა, სადაც მას ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარდა.

თურქული თვითმფრინავისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობებს ადასტურებს თურქეთის თავდაცვის სამინისტროც. 

სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არმიასა და მის კონკურენტ წრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 460 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4000-ზე მეტი დაშავდა.

25 აპრილს ქვეყანაში 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარტუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ. 

კომენტარები