სუდანი

ხარტუმში მდებარე 18-სართულიან ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

AFP

სუდანის დედაქალაქში მომხდარი შეტაკების შედეგად ნავთობის კომპანიის 18-სართულიან ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა.

ცათამბჯენი მდინარე ნილოსის მახლობლად მდებარეობს და ხარტუმის ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. 

"ეს მართლაც მტკივნეულია". - დაწერა შენობის არქიტექტორმა, თაგრედ აბდინმა X-ზე (ყოფილი Twitter). 

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მინის ფასადის მქონე შენობაში ცეცხლის გაჩენა. ასევე, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

საჰაერო თავდასხმები და სახმელეთო შეტაკებები ხარტუმსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სუდანში პრილში სამოქალაქო ომი დაიწყო. გაეროს წარმომადგენლების თქმით, მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.


სუდანში სამოქალაქო ომი აპრილში არმიის მეთაური, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანისა და გასამხედრობული დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მეთაურს, გენერალ მოჰამედ ჰამდან დაგლოს შორის დაპირისპირების შედეგად დაიწყო.

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები უკვე მეხუთე თვეა რაც გრძელდება. ამ დრომდე ვერცერთმა მხარემ შეძლო ხელშესახები უპირატესობის მოპოვება. 

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ ახალ სამოქალაქო მთავრობაში ერთიანი არმიის ხელმძღვანელობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც ეროვნულ არმიაში RSF-ს ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა. ამ წინადადებას კი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით სუდანის არმია არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ერთიანი არმიის შექმნა არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მომხდარიყო. 

სამხედრო მმართველობის სამოქალაქოთი ჩანაცვლების მიზნით დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

კომენტარები