სუროგაცია

ჯანდაცვის მინისტრი სუროგაციაზე: არასწორი ბიზნესის კეთების ყველა შესაძლებლობა უნდა აიკრძალოს

ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება ძალიან მაღალ რისკებს შეიცავდეს - გაშვილებასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ეს შესაძლებლობა არასწორი ბიზნესის კეთების ჩვენ უნდა ავკრძალოთ, შევზღუდოთ და თუ საჭიროა, ასეთი კლინიკები თუ ცენტრები უნდა დაიხუროს. [ეს ცენტრები აქამდე] ყველანაირი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე ფუნქციონირებდა. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ ინიცირებულ სუროგაციის შესახებ კანონზე, რომელსაც პარლამენტის ბიურო დღეს დაარეგისტრირებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, "გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქმა, განსჯა და სხვადასხვა ტიპის არასასურველი ქმედებებია, შევეცდებით, რომ დაჩქარებული ტემპით შევცვალოთ კანონის განხილვა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა". 

კომენტარები