"მე რაც ვნახე აქ, მოქალაქეები ძალადობდნენ პოლიციელებზე" - ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
"აქ ვიყავი, მონაწილეები შედიოდნენ ფიზიკურ შემხებლობაში პოლიციელებთან. პოლიციის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. რომ არ მოხდეს შენობის პიკეტირება, იმიტომ ვდგავართ აქ" - ამბობს მემანიშვილი მთავარ არხთან.
პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.