ბრიუსელის ტერაქტები

ბელგიაში ბრიუსელის ტერაქტებში სავარაუდო მონაწილე დააკავეს

Reuters

ბელგიური DH newspaper-ის ცნობით, ბრიუსელის ტერაქტების მესამე ეჭვმიტანილი ნაზიმ ლააშრაუი ანდერლეხტში დააკავეს. ის CCTV-ის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაზე ასახული სამი პირიდან ერთ-ერთია.

ლააშრაუი პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიც იყო ეჭვმიტანილი.

ფოტომასალაზე ასახული დანარჩენი ორი პირი, სავარაუდოდ, ის თვითმკვლელი ტერორისტები არიან, რომლებმაც თავი ზავენტემის აეროპორტში აიფეთქეს.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს, უკანასკნელი ცნობებით, ჯამში 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.

კომენტარები