ავტოავარია

ავტოავარია საბურთალოზე - სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა და ერთი ადამიანი დაშავდა

ambebi.ge

საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა, რომელიც ამოტრიალდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება".

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები