თბილისის მერია

დღეიდან პარკირების საშვის შეძენის და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

www.parkingreservationsoftware.com

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმება-გადახდის სისტემა იცლება. უწყებაში ამის მიზეზად მომხმარებლის მოთხოვნას ასახელებენ და განმარტავენ, რომ დღეიდან, ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი.

ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

  • კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;
  • ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;
  • ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის  - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში ისარგებლებს.

კომენტარები