რუსეთი

პუტინმა ჩინოვნიკების შეფასების კრიტერიუმები დაამტკიცა, პირველი პუნქტი პრეზიდენტის ნდობაა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გუბერნატორების მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმების სია დაამტკიცა, სადაც პირველი პუნქტი იმას ეხება, რომ ის რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტს უნდა ენდობოდეს.

ამასთან, სიაში ისეთი კრიტერიუმებიც არის, რომელიც შრომის წარმოებას, ხელფასების დონეს, გაკეთებული გზების ხარისხიანობასა და მოსახლეობის ბუნებრივ ზრდას ეხება. ჯამში სია 15 პუნქტისგან შედგება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1 ივნისამდე უნდა წარადგინოს ის მეთოდიკა, რომლითაც გუბერნატორების მუშაობას დაითვლიან. ბრძანება ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერისთანავე შევიდა. 

პუტინის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გუბერნატორების მუშაობის შეფასების ყველა კრიტერიუმი მორგებულია 2018 წლის მაისში გამოცემულ მომდევნო წლის გეგმას "2024 წლამდე რუსეთის ფედერაციის განვითრების ეროვნულ მიზნებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე".

კომენტარები