რუსული კიბერთავდასხმა

სტოლტენბერგი: NATO საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას აგძრელებს, მათ შორის კიბერთავდაცვის მხრივ

იენს სტოლტენბერგი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს.

მისი თქმით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცის მხრივ.

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებული სამეფომ, ლიტვამპოლონეთმანიდერლანდებმა, ნორვეგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა და დანიის სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

კომენტარები