ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

უგულავა ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 12 აპრილს, 11 საათზე, დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ გიგი უგულავა საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს. თბილისის ყოფილი მერი, თბილისი მერიასა და "სითიპარკს" შორის დადებულ ხელშეკრულების თაობაზე, საქმის მოწმედ დაიბარეს. 

"ერთი ამბის მოყოლა ძლივს დავამთავრე და მეორე დაიწყო: ბატონო გიორგი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გაწუხებთ გამომძიებელი გიორგი კვარაცხელია, ხვალ, 11:00 საათზე ხართ დაბარებული საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, სისხლის სამართლის 092250613004 საქმეზე, რაც ეხება თბილისის მერიასა და "სითიპარკს შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მისამართი უნივერსიტეტის ქ. #2ა. 
ხვალ ზუგდიდში აქცია გვაქვს. მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარ კანდიდატებს წარვადგენთ. ვერაფრით ვერ მივალ. მერე ნებისმიერ დროს. აბა ხალხს ხომ არ ვაფიქრებინებ, ბოკერიამ გაასწროო", - წერს უგულავა.  

კომენტარები